II დონე

1. პროექტის სახელწოდება:ჯანმრთელობა სიცოცხლის საწინდარია.
2. პროექტის მთავარი იდეა:აქტუალობა ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა და მოსწავლეთა კვლევა-ძიების უნარ-ჩვევის განვითარება.
3. პროექტის აქტუალობა:არასრულწლოვან ბავშვებში თამბაქოს, ალკოჰოლის,და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება.
4 .პროექტის მიზნები:მოსწავლეებმა გაანალიზონ აღნიშნული ნივთიერებების მოხმარების შედეგად მიღებული ზიანი, რომელიც აისახება არამარტო საკუთარ თავზე, არამედ გარშემომყოფ ადამიანებზე.
5. მოსწავლეთა ასაკი:14-15 წელი.
6. ვადები, ხანგრძლივობა: 4 სასწავლო დღე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები გამოიკვლევენ და დაინახავენ თამბაქოს, ალკოჰოლის და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების უარყოფით შედეგებს,ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ სტატისტიკურ მონაცემებს იმ დანიშნულების შესახებ, რომლებსაც მოზარდები ალკოჰოლისა და ნარკოტიკის ზემოქმედებისქვეშ ჩადიან.
8. პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, კომპიუტერი, ვიდეომასალა.
9. პროექტის მსვლელობა: კლასს ვყოფ ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს ვაძლევ დავალებას.
I-ჯგუფი
მოიძიონ ინტერნეტში ინფორმაციაიმის შესახებ თუ რა საშუალებებითკრძალავს სახელმწიფო მოზარდებზე თამბაქოს, ალკოჰოლის და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-მოხმარება.
II-ჯგუფი
ბიოლოგიის მასწავლებლის დახმარებით მოიძიონ ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას, რამდენად სავალალოდ აისახება გენეტიკაზე ზემოთ ხსენებული ნივთიერებების მოხმარება.
III-ჯგუფი
მოიძიონ ინფორმაცია თამბაქოს, ალკოჰოლის და ნარკოტიკული საშუალებების აქტიური მომხმარებლის შესახებ,როგორია მათი ერთი  ჩვეულებრივი დღე, როგორია საზოგადოების დამოკიდებულება ასეთი ადამიანების მიმართ?
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  მოსწავლეები პროექტზე მუშაობაში  იყენებენ სამოქალაქო განათლებაში, ისტორიაში, ბიოლოგიაში მიღებული ცოდნის ეროვნულ სასწავლო გეგმასთან მიმართებაში უვითარდებათ კვლევა-ძიების, ინფორმაციის მოძიება, გადამუშავების პრობლემის წამოჭრისა და მისი გადაჭრის გზების ძიების უნარ-ჩვევები.
11. პროექტის ხელმძღვანელი : დოდო ქონიაძე.
12 ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:dodoqoniadze@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:.qoniadze.blogspot.com 

Комментариев нет:

Отправить комментарий